The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გეხტმანი

გიორგი გეხტმანი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1870
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1956  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოგრაფი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი 1895 წელს.

იყო ჟურ. "ნაკადულისა" და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918-1919 წწ. იყო თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორი. 1920 წლის პირველი დეკემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა სამეურნეო ეკონომიის ლექტორად. 1923-1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი (1923), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1940). მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. 1923-1930წწ. იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და განხორციელდა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მისი მეცადინეობით, ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. 1923-1956წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის გამგე. საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი. 1925 წელს გამოსცა ნაშრომები "მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია" და "საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია". ეკონომ-გეოგრაფი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 91; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სკოლების კლასგარეშე განათლების საზოგადოება, საპატიო წევრი (1910-)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, დამაარსებელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: