Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გეხტმანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი 1895 წელს. იყო ჟურ. "ნაკადულისა" და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918-1919 წწ. იყო თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის დირექტორი. 1920 წლის პირველი დეკემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა სამეურნეო ეკონომიის ლექტორად. 1923-1956წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე, პროფესორი (1923), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1940). მისი მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. 1923-1930წწ. იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და განხორციელდა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მისი მეცადინეობით, ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. 1923-1956წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრის გამგე. საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი. 1925 წელს გამოსცა ნაშრომები "მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია" და "საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია". ეკონომ-გეოგრაფი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 91; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |