The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კარტოზია

ალექსანდრე კარტოზია
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1982წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მთარგმნელი; 1985-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 1985-1988წწ. - ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1997-1998წწ. - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი; 1998-2004წწ. - საქართველოს განათლების მინისტრი. 2004 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. არის ოდერის ფრანფურკის იადრანის უნივერსიტეტის სოციალური ლინგვისტიკის კათედრის ლექტორი. ბერლინში თანამშრომლობს ლიტერატურულ სახლებთან და ატარებს სემინარებს თარგმანის თეორიაში. 2011 წლიდან ხელმძღვანელობს მთარგმნელთა გერმანულ-ქართულ სახელოსნოს, 2017 წლიდან არის ჰუმბოლდტის სტიპენდიის ალუმნების კავშირის თავმჯდომარე და საერთაშორისო შეკრებების ორგანიზატორი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა, რომელიც გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მეცნიერს 2022 წლის 19 მაისს გადასცა თბილისში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენა, ტექსტი, თარგმანი", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.470-471; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში: tiflis.diplo.de

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: