შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ხუსკივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით თეორიული და მათემატიკური ფიზიკა 1998 წელს. 1996 წლიდან იყო ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის თანამშრომლი, ხოლო 1998 წლიდან ამავე უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის ასპირანტი, სადაც იგი 1995 წლიდან მუშაობდა ბირთვულ ფიზიკაში. 2000 წლიდან ა.ა. ხუსკივაძე იყო აშშ-ის ნებრასკის შტატის უნივერსიტეტის (ქ. ლინკოლნი) თანამშრომელი და ასპირანტი, სადაც ის ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ატომურ, მოლეკულურ და ოპტიკურ ფიზიკაში. ამავდროულად იგი აქვე მუშაობდა კიმპიუტერული მეცნიერებების კვლევის დარგში კვანტური კომპიუტერის შექმნის საკითხებზე. 1994 წლიდან ა.ა. ხუცკივაძე აგრეთვე მუშაობდა დიდი სისტემების კვლევისა და სამედიცინო კიბერნეტიკის დარგებში მამასთან ერთად. მათი ერთობლივი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია http://www. medlinks.ru პორტალზე. იგი არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბირთვული, ატომური, მოლეკულური და ოპტიკური ფიზიკის დარგებში, რთული სისტემების კვლევისა და სამედიცინო კიბერნეტიკაში. კვანტური კომპიუტერის შექმნის საკითხებზე ის არის თანაავტორი სტატიისა "Evolution of quantum algorithms for computer of reversible operators". NASA/DoD Conference on Evolvable Hardware (Alexandria, VA 2002). მისი სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ ავტორიტეტულ ჟურნალებში, როგორიცაა "Physical Review", "journal of Physics B. ATOMiC. MOLECULAR AND OPTICAL PHYSICS", "Ядерная физика» და «Известия Академий Наук». ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |