The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ მანსვეტაშვილი

იაკობ მანსვეტაშვილი
სხვა სახელი:ალექსანდრიძე  (ფსევდონიმი)
ბარელი  (ფსევდონიმი)
დონიაგო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1855
გარდაცვ. თარიღი:1939  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1886-1890 წლებში იყო გაზეთ "ივერიის" მუდმივი  თანამშრომელი. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებს. თანამშრომლობდა ჟურნალ "ჯეჯილსა" და "მოამბეში". საინტერესოა მისი "მოგონებანი" (1936), რომელშიც აისახა XIX საუკუნის 70-90-იანი წლების მნიშვნელოვანი ისტორიულ-სოციალური და კულტურულ-ლიტერატურული მოვლენები.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.599; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: