შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მარგველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბერლინი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა იქვე გერმანული ენის მასწავლებლად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არც ერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა. მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" შედეგად, მიეცა საშუალება - პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ - კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, "კაპიტანი ვაკუშის", მეორე ტომი, აგრეთვე რომანები "მუცალი", "დიდი კორექტურა", პროზაული კრებულები: "გადაუგდებელი ხელთათმანი", "სიცოცხლე ონტოტექსტში". მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის "ქალაქის მწერლად" გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2015). ტიტე მარგველაშვილისა და მარუსა (მარიამ) ხეჩინაშვილის შვილი, ლიზიკო მარგველაშვილის ძმა. წყარო: გივი მარგველაშვილის პირადი გვერდი: giwi-margwelaschwili.de; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.526-527 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |