The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გერცელ ბააზოვი

გერცელ ბააზოვი
Date of birth:28 October, 1904
Date of death:12 September, 1938  (at 33 years)
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1926 წელს.

ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქციის პ/მგ. მდივანი. 1918 წელს ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. 1922 წლიდან თბილისის ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924-1925 ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმა". გ. ბააზოვის პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა "დილლეამარი". ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პოემამ "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1931). ბააზოვის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები "შემარიას უკანასკნელი სიტყვა" და "გელათის ქუჩის დასასრული" (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი "ფეთხაინი" (1934, I ნაწილი რუსულად - 1936) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. - გვ. 116

Bibliography


Share: