Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერცელ ბააზოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1926 წელს. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ "საბჭოთა სამართლის" რედაქციის პ/მგ. მდივანი. 1918 წელს ქუთაისის გაზეთ "ებრაელის ხმაში" გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. 1922 წლიდან თბილისის ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924-1925 ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი "კადიმა". გ. ბააზოვის პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა "დილლეამარი". ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პოემამ "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1931). ბააზოვის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები "შემარიას უკანასკნელი სიტყვა" და "გელათის ქუჩის დასასრული" (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი "ფეთხაინი" (1934, I ნაწილი რუსულად - 1936) და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. - გვ. 116 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |