The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გაბაშვილი

ვალერიან გაბაშვილი
სხვა სახელი:ნიკოლოზ გაბაონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1985  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ვოლოგდის ოლქი, სოფელი ვერხოვაჟიე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი 1932 წელს.

1950-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე. 1957-1960წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1960 წლიდან საქართველოს  სსრ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის გამყოფილების ხელმძღვანელი. იგი იკვლევს აღმოსავლეთის ფეოდალიზმის გენეზისის, ქართული და აღმოსავლური ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის, ქართული სამართლის, დიპლომატიის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ვ. გაბაშვილი იყო აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საქართველოში  აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: