Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან გაბაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ვოლოგდის ოლქი, სოფელი ვერხოვაჟიე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტეის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი 1932 წელს. 1950-1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე. 1957-1960წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1960 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის გამყოფილების ხელმძღვანელი. იგი იკვლევს აღმოსავლეთის ფეოდალიზმის გენეზისის, ქართული და აღმოსავლური ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის, ქართული სამართლის, დიპლომატიის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ვ. გაბაშვილი იყო აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |