შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: უკრაინა. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი 1967 წელს. 1967-1992წწ. მუშაობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში კათედრის გამგედ. 1967 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ენობრივი კურსები; 1983 წელს სტაჟირება გაიარა ლიდსის უნივერსიტეტში(დიდ ბრიტანეთი), ხოლო 1989 წელს სტაჟირება გაიარა ვაშინგტონის ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტში(აშშ). 1990წ. იყო მოწვეული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტის ამერიკული კულტურის შესწავლის ცენტრში(ნიუ-იორკი); 1992-2005წწ. ს.ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელია; 1995წ. მუშაობდა ვაშინგტონის კენანის ინსტიტუტის მკვლევარ-მეცნიერ თანამშრომლად. 1995-2011წწ. იყო საქართველოს დიპლომატიური აკადემიის პრორექტორი და პროფესორი, ენებისა და ქვეყანადმცოდნეობის კათედრის გამგე. 2011-2012წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი. 1970-2012წწ. გამოაქვეყნა სტატიები ქართულ, რუსულ, ინგლისურ, უკრაინულ ენებზე ჟურნალებში "Gergian Journal" (2011,2012), "Georgia Today" (2005), "Georgian Star" (2005), "პოლიტიკა" (1993- 2005), "განათლებული საქართველო" (2004), "დროშა" (2004), "კრიტიკა" (1987), "ლიტერატურული საქართველო" (1985), "ცისკარი" (1975), "საბჭოთა ხელოვნება" (1975), "ხომლი" ( 1970), "მაცნე" (1970) და სხვ. სტატიებში გამოქვეყნებულია მასალები აფრო-ამერიკული პოეტებისა და პროზაიკოსების შესახებ, ამერკული კულტურის, სოციალური სიტუაციის, პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ; ხელოვნების, ლინგვისტიკის და პედაგოგიკის საკითხებზე, მსოფლიოს პოპულარული მოღვაწეების შესახებ (პაპი იოანე პავლე II, მარტინ ლუტერ კინგი, მალკოლმ იქსი...), სტატიები ფემინიზმის, განათლების, ხელოვნების შესახებ და სხვ. თ. ციცნცაძე არის მ. მდივნიშვილის წიგნ-ალბომების რედაქტორი (2008,2010). მის ნაშრომებზე დაიბეჭდა რეცენზიები გერმანიაში (ბერლინი,1988), რუსეთში ( მოსკოვი, 1984), თბილისში (1976). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ომისშემდგომი პერიოდის აფრო-ამერკული რომანი და რალფ ელისონის "უჩინარი ადამიანი", დაიცვა 1971 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰარლემის რენესანსის ლიტერატურა აშშ-ში: მთავარი მიმართულებები და კონცეფციები" , დაიცვა 1984 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |