Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარი ბექაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "დები". იქიდან მოყოლებული იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში. 2011 წელს მისი მოთხრობა "ჩემი მეზობლები და მეგობრები" ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად. 2012 წელს მოთხრობა "დები" შევიდა კრებულში "ქართული პროზის ანთოლოგია", რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა აშშ-ში ("Contemporary Georgian fiction"). ამასთანავე, "დების" ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: "World Literature Today" (აშშ) და "Prospect magazine"(ბრიტანეთი). მ. ბექაურის მოთხრობები შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: "დები"(2009), "ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია" (2010), "ლევ"(2012). 2012 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული "ელექტროთაობა". Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |