The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია გაბაშვილი

Date of birth:1705
Date of death:1780  (at 75 years)
Burial location:გელათის მონასტერი
Category:Writer, Religious leader

Biography

ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. მამა ბესიკ გაბაშვილისა. ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს. კონფლიქტის საბაბად იქცა ანტონის მისწრაფება კათოლიკობისადმი. საეკლესიო კრებამ (1755) გაბაშვილის თაოსნობით ანტონი თანამდებობიდან გადააყენა და 1756 წელს იგი რუსეთში გააძევეს. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ გაბაშვილის გავლენა სამეფო კარზე დაეცა. ერეკლე  II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების "გამრყვნელად" გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 წელს ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770წწ. გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მას მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე. იგი ცხოვრობდა ქუთაისსა და გელათშიგაბაშვილი განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება - ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის შესხმა "ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი" და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა "კატისა და თაგვების ომი". გაბაშვილი 1750-1751წწ. მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა "კონდაკის" ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.602; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129

Bibliography


Share: