The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტიმოთე გაბაშვილი

დაბადების თარიღი:1703
გარდაცვ. თარიღი:1764  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, ისტორიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1729 წლამდე ტიმოთე გაბაშვილი დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. დაახლოებით 1730 წელს იგი დასავლეთ საქართველოში (იმერეთში) გადავიდა, სადაც სულ მალე ქუთათელ მთავარეპისკოპოსად ეკურთხა. 1738 წელს ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სიტუაციამ აიძულა ალექსანდრე V-ეს რუსეთში ელჩი გაეგზავნა. ელჩობის პირველი კანდიდატი იყო ტ. გაბაშვილი, რომელიც რუსეთში გაემგზავრა დასავლეთ საქართველოს რუკითა და ოსმალეთის ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლების გეგმით. გამგზავრებიდან ერთი წლით ადრე  ტიმოთემ თავისი ხელით შეადგინა საყოველთაოდ ცნობილი ლიხთ-იმერეთის (ე. ი. დასავლეთ საქართველოს) რუკა, სადაც რელიეფურადაა გამოსახული დასავლეთ საქართველოს უმთავრესი მთები, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეული საფარი, დასახლებული პუნქტები, სანაოსნო გზები, წიაღისეული სიმდიდრეები, საბადოები და ისტორიული ძეგლები (განსაკუთრებით ციხესიმაგრეები და და სადაზვერვო კოშკები). მის მიერ შედგენილი რუკა მთლიანობაში ასახავს დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიულ, გეოლოგიურ, ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ მასალებს. დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიას. რუკაზე დაიტანა დაახლოებით 150 გეოგრაფიული სახელწოდება. გარდა ამისა მის რუკაზე ფართოდ გამოისახა წიაღისეული სიმდიდრეები, აღნიშნულია გოგირდის, რკინისა და ვერცხლის საბადოები. ყურადღებას უთმობს ასევე საერო ნაგებობებსა და ტაძრებს. რადგან რუკას სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, მასზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ამა თუ იმ ციხესიმაგრეების გეგმებსა და მათთან მისასვლელ გზებს. აღწერილია სოხუმისა და ქუთაისის ციხეები და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518

ბიბლიოგრაფია

  • მიმოსვლა (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა და სტამბა, 1956. - 161გვ.

გააზიარე: