The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ დანიბეგაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

რაფიელ დანიბეგაშვილი იყო ტრადიციულ ვაჭარ-მოგზაურთა წარმომადგენელი. მისი საგვარეულო ასრულებდა ქართველ მეფეთა დიპლომატიურ დავალბებს ინდოეთში. მან ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში. ერთ-ერთი  მოგზაურობა აღწერა, რუსულად თარგმნა და 1815 წელს წიგნად გამოსცა მოსკოვში  სათაურით - "Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова" (ქართული დედანი დაკარგულია). ამ ნაშრომში მოცემულია ცნობები ინდოეთის ბუნების, მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის  ურთიერთობების შესახებ. რუსეთის  მთავრობამ  გაწეული ღვაწლისთვის რაფიელ დანიბეგაშვილს "გუბერნსკი სეკრეტარის" ჩინი უბოძა.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: