შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ.თბილისი. მიღებული აქვს ტექნიკური განათლება 1980-იანი წლების ბოლოს გამოთვლით ცენტრში პროგრამისტ-ინჟინრად მუშაობდა, პარალელურად ლექციებს კითხულობდა. 90-იან წლებში ნ. დავითაშვილი საგამომცემლო-პოლიგრაფიულ სფეროში ინაცვლებს. ამავე წლებშია გამოქვეყნებული მისი პირველი პუბლიკაცია, თუმცა ნამდვილი სამწერლო მოღვაწეობა წიგნის "ამბავი ლილე იროელისა" გამოქვეყნებით იწყება, რომელზეც მწერალი სამი წელი მუშაობდა. ნ. დავითაშვილი ფენტეზის ჟანრში წერს. მისი სტილი ეპიკურია, თხრობა - დინამიური. წიგნებში თანაბრადაა წარმოდგენილი როგორც ღრმა ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული მითოლოგიური თუ ეთნოგრაფიული რეალიები, ასევე ნებაზე მიშვებული ფანტაზია, რომელიც დროდადრო წარმოუდგენელ სიუჟეტებს გვთავაზობს. მისი ყველა წიგნი ერთი დიდი საგის ნაწილია, ყოველი ახალი წიგნი უფრო და უფრო მეტად მუხტავს მკითხველს და ახლის წაკითხვის დაუოკებელ სურვილს ბადებს. წყარო: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |