The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ერისთავი

დავით ერისთავი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1847
გარდაცვ. თარიღი:23 ოქტომბერი, 1890  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ხიდისთავი.

1867-1871წწ. სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბირგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871 წლიდან ის თანამშრომლობდა გაზეთებში- "დროებაში", "ტიფლისსკი ვესტნიკსა" და "ფალანგაში". 1882 წლიდან დავით ერისთავი  გაზეთ "კავკაზს" რედაქტორობდა. სალიტერატურო მოღვაწეობა მან ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. იგი იყო "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი და ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. დ. ერისთავმა თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ "სამშობლო". "სამშობლოს" წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: