Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი. 1867-1871წწ. სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტში, შემდეგ პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში, რომელიც არ დაუსრულებია. 1871 წლიდან ის თანამშრომლობდა გაზეთებში - "დროებაში", "ტიფლისსკი ვესტნიკსა" და "ფალანგაში". 1881 წელს დავით ერისთავი გაზეთ "კავკაზის" რედაქტორად დაინიშნა. სალიტერატურო მოღვაწეობა მან ლექსებითა და ფელეტონებით დაიწყო. 1982 წელს იგი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრად აირჩიეს. ის იყო ქართული დრამატული საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. დ. ერისთავმა თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ "სამშობლო", რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვ. სარდუს დრამა. სიუჟეტი დ. ერისთავმა იმდროინდელი საქართველოს სინამდვილეს მიუსადაგა და პიესას ეროვნული კოლორიტი შესძინა. "სამშობლოს" წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო. 1986 წელს დავით ერისთავი ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით როტშილდების ბაქოს ნავთობის საზოგადოების წევრად დაინიშნა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ. 82 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |