ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვასილ გულეური
დაბადების თარიღი: | 19 აგვისტო, 1971 (53 წლის) |
კატეგორია: | არქიტექტორი, მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "ახალი ეპოქა", "გორი", "ახალი ქართული გაზეთი", "24 საათი", "ხალხის გაზეთი", "ომეგა". გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი). არის მედია ორგანიზაცია "გოუ ჯგუფის" "კავკასიის ავტორთა სკოლის" პირველი სასწავლო კურსის მონაწილე (2011). თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში. საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – "დილა", "აი ია", "ბაბილინა". მიღებული აქვს გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ გამოცხადებული თარგმანის კონკურსის პირველი (2012) და მეორე პრემიები (2011).
წყარო: "თავისუფლების" დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი.-თბ.,2012.-გვ.9; geocentre.wordpress.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 101-102
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2007 - ლიტერატურული კონკურსი "წერო", მეორე პრემია
საბავშვო ლექსების ციკლი "საბავშვო ბაღი"
ბიბლიოგრაფია
- ორშაბათი იწყება შაბათს : ზღაპარი უმცროსი ასაკის მეცნიერ-მუშაკთათვის (მთარგმნელი). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2018. - 320გვ.. - ISBN: 9789941474538
- გულინარია გულეურისგან : სამზარეულოს გზამკვლევი მამაკაცებისთვის (ავტორი). - თბილისი, ნოდარ დუმბაძის გამ-ბა და ლიტერატურული სააგენტო : ქეთევან დუმბაძე, 2018. - 72გვ.. - ISBN: 9789941955433
- მიკო და რეი : ზღაპარი 4 ნაწილად. წ. 2, პლომბირონები და ესკიმოსები (ავტორი). - თბილისი, ქართული, 2018. - 120გვ.. - ISBN: 9789941805196
- მხიარული ლექსები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, დილა, 2017. - 46გვ.. - ISBN: 9789941931475
- გრაფიკული ლექსები (ავტორი). - თბილისი, დილა, 2017. - 15გვ.. - ISBN: 9789941931451
- თოვლის გუნდა ცირკში (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 12გვ.. - ISBN: 9789941240850
- ციცქნა ციკოს ცისქვეშეთი : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2013. - 68გვ.. - ISBN: 978-9941-442-50-6
- დაბრუნებული ბგერები : საშობაო ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2012. - 44გვ.. - ISBN: 978-9941-431-32-6
- ზოოპარკი : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, შემეცნება, 2011. - 47გვ.. - ISBN: 978-9941-428-01-2
- ხუთი ამბავი ლექსად (ავტორი). - თბილისი, სეზანი, 2009. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-9067-3-2
- ჩიტის მოტანილი ამბები : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2008. - 90გვ.. - ISBN: 978-9941-11-021-4
|