The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ გულეური

ვასილ გულეური
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1971  (52 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1995 წელს.
სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "ახალი ეპოქა", "გორი", "ახალი ქართული გაზეთი", "24 საათი", "ხალხის გაზეთი", "ომეგა". გატაცებულია ფოტოგრაფიით, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტოკონკურსებსა და გამოფენებში (საქართველო, ბულგარეთი, რუსეთი, ესპანეთი). არის მედია ორგანიზაცია "გოუ ჯგუფის" "კავკასიის ავტორთა სკოლის" პირველი სასწავლო კურსის მონაწილე (2011). თარგმნილი აქვს ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, სერგეი ესენინის, მარინა ცვეტაევას, ივან ბუნინის, იოსიფ ბროდსკის, ქრისტინე ლავანტის, იოზეფ ვაინჰებერის ლექსები, რომლებიც დაბეჭდილია სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში, შესულია ავსტრიული პოეზიის ოცტომეულში. საბავშვო ლექსები დაბეჭდილია ჟურნალებში – "დილა", "აი ია", "ბაბილინა". მიღებული აქვს გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" მიერ გამოცხადებული თარგმანის კონკურსის პირველი (2012) და მეორე პრემიები (2011).

წყარო: "თავისუფლების" დღიურები, 2011 : რადიო "თავისუფლების" პროექტი.-თბ.,2012.-გვ.9; geocentre.wordpress.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 101-102

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - ლიტერატურული კონკურსი "წერო", მეორე პრემია
    საბავშვო ლექსების ციკლი "საბავშვო ბაღი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: