The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბანოვანი

ბანოვანი
Legal name:დესპინე გელოვანი
Date of birth:6 December, 1880
Date of death:6 December, 1934  (at 54 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლაჯანა, ცაგერის რაიონი.

მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "ცნობის ფურცელი", "შრომა", "მეგობარი", "ისარი", "თემი", "ამირანი", "სახალხო გაზეთი") იბეჭდებოდა. ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907წწ. რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ "მნათობში" (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი "სამართალს სისხლით მოვძებნი". ვრცელ ისტორიულ რომანში "შორეული ლანდები" (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც - "ღების ბატონი", "ქალი" და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 2.-თბ., 1977.-გვ. 194; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128

Bibliography


Share: