შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიამოღვაწეობდა XIX საუკუნის 50-60-იან წლებში. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარში". 1853 წელს გამოაქვეყნა რუსულიდან თარგმნილი "მღვიმე სასაფლაოს იქით" ("ცისკარი", № 4). 1860 - "იშვიათი ამბავი" (იქვე, № 12). გ. ბარათაშვილი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის წერილს "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმანზედა" სტატიით "წერილი რედაქტორთან" ("ცისკარი", 1861, № 5-6), რომელშიც შეეცადა გაეკრიტიკებინა ილიას შეხედულებანი "მამათა" ლიტერატურულ-ესთეტიკის პოზიციიდან ("მამებისა" და "შვილების" ბრძოლა). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977 . -გვ. 198 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |