შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიო ადამია![]()
ბიოგრაფიადაბადები ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1934 წელს. მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტის" (1930-1936), "კომუნისტის" (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი (1954-1963), "მერანში" განყოფილების გამგე (1963-1968), "საბჭოთა საქართველოში" - მთავარი რედაქტორი (1968-1980). პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა. 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი "რამდენიმე ლექსი", 1936 - კრებული "ლექსები". მომდევნო ლექსთა კრებულებიდან აღსანიშნავია: "ქორწილი კოლხიდაში" (1941), "მესხეთის გაზაფხული" (1949), "უბის წიგნიდან" (1953), "ცისფერი აივანი" (1964), "სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა" (1969). ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა "სოფლის გზებზე" (1948), "დილა მტკვრის ხეობაში" (1952), "ხერგა" ამარცხებს "რიონს" (1967), რომანისა "დიდი და პატარა ეკატერინე" (1973). წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ.33 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |