The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიო ადამია

ალიო ადამია
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1980  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი: ქ. ბათუმი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1934 წელს.

მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტის" (1930-1936), "კომუნისტის" (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი (1954-1963), "მერანში" განყოფილების გამგე (1963-1968), "საბჭოთა საქართველოში" - მთავარი რედაქტორი (1968-1980). პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა. 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი "რამდენიმე ლექსი", 1936 - კრებული "ლექსები". მომდევნო ლექსთა კრებულებიდან აღსანიშნავია: "ქორწილი კოლხიდაში" (1941), "მესხეთის გაზაფხული" (1949), "უბის წიგნიდან" (1953), "ცისფერი აივანი" (1964), "სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა" (1969). ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა "სოფლის გზებზე" (1948), "დილა მტკვრის ხეობაში" (1952), "ხერგა" ამარცხებს "რიონს" (1967), რომანისა "დიდი და პატარა ეკატერინე" (1973).

წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ.33

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: