The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ბურჭულაძე

ზაზა ბურჭულაძე
სხვა სახელი:გრეგორ ზამზა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "არილი", "ალტერნატივა", "ანაბეჭდი", "ცხელი შოკოლადი", "ტაბულა". "რადიო თავისუფლება"-ზე უძღვება საკუთარ საავტორო ბლოგს. არის კავკასიის მედია სკოლის ლექტორი, სადაც კითხულობს კურსს "პოპ-მექანიკა". 2001 წლამდე იბეჭდებოდა გრეგორ ზამზას ფსევდონიმით. 2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში "ჯაყოს ხიზნები". ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. დოსტოევსკის, დ. ხარმსის, ვ. სოროკინის პროზა.

წყარო: burusi.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია, წლის საუკეთესო ქართული რომანი
    გასაბერი ანგელოზი : რომანი / ზაზა ბურჭულაძე . - თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011 . - 206გვ.
  • 2008 - ბაკურ სულაკაურის ჯილდო , წლის საუკეთესო მოთხრობა
    Passive Attack : 15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, 2006-2007 : კრებული / ზაზა ბურჭულაძე . -თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 220გვ.
  • 2003 - სახელმწიფო ჯილდო "წინანდალი"
    მინერალური ჯაზი : ანტირომანი/ ზაზა ბურჭულაძე . - თბილისი : მერანი, 2003 . - 190გვ.

ბიბლიოგრაფია

  • გასაბერი ანგელოზი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 206გვ.. - ISBN: 978-9941-15-313-6
  • ხსნადი კაფკა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 300გვ.. - ISBN: 978-9941-15-161-3
  • სხვა გასაღები : საბავშვო სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2008. - 90გვ.. - ISBN: 978-9941-9032-4-3
  • მინერალური ჯაზი : ანტირომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2003. - 190გვ.. - ISBN: 99928-949-4-6
  • წერილი დედას (ავტორი). - თბილისი, აზრი, 2002. - 102გვ. . - ISBN: 99928-70-52-4

გააზიარე: