Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა გედევანიშვილი (მიტროპოლიტი)![]()
Biography1756 წელს რუსეთში გაჰყვა თავის მასწავლებელს ანტონ პირველს. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანტონმა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა. გედევანიშვილმა იმოგზაურა ევროპაში. იგი აქტიურად ჩაება რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში, იყო სასულიერო წიგნების გამომცემელი საზოგადოების წევრი. ეკატერინე II-მ რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა. 1792-იდან ცხოვრობდა კიევში, 1795-დან მოსკოვში, იქვე გარდაიცვალა. თავისი მოგზაურობა (1805-1810) გედევანიშვილმა აღწერა თხზულებაში "მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა". ნაწარმოებში აღწერილია კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერი, იერუსალიმი, ალექსანდრია, სინის მთა, ვენა, პოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქალაქები, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვ. საეკლესიო მოღვაწე, მოგზაური. რუისის მიტროპოლიტი. წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |