The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო კლდიაშვილი

სერგო კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 1986  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

მამასთან ერთად (ცნობილ მწერალ დავით კლდიაშვილთან) ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს. მისი პირველი პროზაული ნაწარმოები დაიბეჭდა 1911 წელს თბილისის გაზეთ "სინათლეში". 1918 წლიდან დაიწყო  მუშაობა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1927 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების პირველი კრებული. იგი იყო ქართული სიმბოლისტური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დრამატურგი, სცენარისტი და პუბლიცისტი, ნოველისტი. მის სახელს უკავშირდება ქართული ნოველის შექმნა. მისი პიესები - "გმირთა თაობა", "ირმის ხევი", "დაბრუნება" - წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.220; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ცისფერყანწელები", ერთ-ერთი დამაარსებელი, წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: