The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ლომოური

ირაკლი ლომოური
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით 1981 წელს.

პირველი მოთხრობა "შემთხვევა" გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში" 1982 წელს. მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში. 1989–1991 წლებში – გაზეთების "საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" რედაქციებში. 1992–1996 წლებში იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიასა და რელიგიის ისტორიას თბილისის სკოლებში, ასევე კითხულობდა ლექციებს აკადემიასა და სემინარიაში. იყო ჟურნალ "დილას" დამატების პასუხისმგებელი რედაქტორი. გამოცემული აქვს გაზეთ "საოჯახო საკითხავის" ერთადერთი ნომერი 1995 წელს. პერიოდიკაში იბეჭდება 1982 წლიდან. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული, ორი დეტექტიური რომანი, ასევე საბავშვო წიგნი -"33 სახალისო რითმოცანა"  (ლექსები ბავშვებისათვის). იყო სცენარისტი თოჯინური სერიალისა "ჩვენი ეზო" (Save The Children-ის და "ტელეიმედის" ერთობლივი პროექტი). დაწერილი აქვს სამი პიესა (დაიდგა გორის დრამატულ, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში) და ოთხი რადიოპიესა (დაიდგა საქართველოს რადიოში). ინგლისურიდან ნათარგმნი და გამოცემული აქვს ო'ჰენრის მოკლე მოთხრობების კრებული 2009 წელს და მარიო პიუზოს რომანი "ნათლია"  2007 წელს. მერაბ კოკოჩაშვილმა მისი მოთხრობის მიხედვით 2009 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "უსუი".

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: