The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი
სხვა სახელი:ა.-ი  (ფსევდონიმი)
ფარსმან-ფარუხი  (ფსევდონიმი)
შ.ა  (ფსევდონიმი)
ჩორჩანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1943  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ-უანის სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფელი ხურვალეთი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია.

მონაწილეობდა 1905 წლის გამოსვლებში ქუთაისში. 1906 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს. 1909 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", მალე დააპატიმრეს. ლიტერატურული მოღვაწეობა 1910-იან წლებში დაიწყო, იყო ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ "კლდის" თანამშრომელი. 1915 წლიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი. მისი ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919). 1922 წელს ვ. აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოსცა პატარა წიგნი - "ვასილ აბაშიძე". 1925 წელს, იგი უცხოეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა უმეტესწილად საფრანგეთსა და გერმანიაში. ემიგრაციაში შ. ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიკაციურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში - "სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წელს ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება". მისი ემიგრანტული პერიოდის ლექსებიდან აღსანიშნავია "მამულს", "კოტე აბხაზის სიკვდილზე", "კოტე ანდრონიკაშვილს", "ელენე აბხაზს", "რუბაიები", "სოფელი", "შალვა შატაშიძეს", "ვერა ფაღავას", "ქაქუცა ხევ-გრძელზედ"და სხვა.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.149; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018. - გვ.26-27: digitallibrary.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტი , წევრი (1918-1921)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: