შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კარიჭაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი:სოფელი ხიდისთავი, გორის რაიონი. 1885 წლიდან მისი კრიტიკული პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "თეატრი", "მოამბე", "ჯეჯილი", "კვალი", "ივერია" და სხვ. 1887 წელს ცალკე წიგნად გამოსცა მოთხრობა - "სამი მსხვერპლი". 1921-1927წწ. უნივერსიტეტის სიძველეთსაცავის მცველი. 1905 შეადგინა "კატალოგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავისა". ავტორია რუსთველოლოგიური ნაშრომებისა: "ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის რეცენზიის გამო" (1904), "ვეფხისტყაოსნის შედგენილობა". 1903 და 1920 გამოსცა "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც საფუძვლად დაედო პოემის 1888 წლის დაბეჭდილი ტექსტი. აქვს გამოკვლევები ქართული ქორონიკონის, ქართული ანბანის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, აგრეთვე ნაშრომები საქართველოს ისტორიაში. დ. კარიჭაშვილს ეკუთვნის აგრეთვე "ქართული წიგნის ბეჭვდის ისტორია" (1929), "ქართული ენის გრამატიკა. ეტიმოლოგია" (1930) და სხვ. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.207 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |