The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა გიგაშვილი

ვაჟა გიგაშვილი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:31 დეკემბერი, 2017  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1961 წელს.

მონაწილეობდა მრავალ ეთნოგრაფიულ, ალპინისტურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში: კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვებზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, ტიან-შანსა და პამირზე. 1953-1954წწ. ჟურნალ "დილაში" იბეჭდებოდა მისი პატარა მოთხრობების სერია ცხოველებსა და ფრინველებზე. ზოგი მათგანი შეტანილია უმცროსკლასელთა სახელმძღვანელოებში. 1957 წელს ჟურნალ "ცისკრის" პირველ ნომრისათვის წარდგენილი მოთხრობა "დღე და ჟამი" არ დაიბეჭდა საბჭოური ცენზურის გამო. 1970 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში - "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურული საქართველო", "XX საუკუნე", "ქომაგი", ასევე რუსული თარგმანები - "ლიტერატურნაია გრუზიასა" და "დრუჟბა ნაროდოვში". 1971 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში,"  "მწერალთა კინო-გაერთიანებაში". 1991-1994წწ. იყო გაზეთ "მამულის", 1999-2003წწ. "განახლებული ივერიის" მთავარი რედაქტორი. ვ. გიგაშვილი არის თორმეტი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის ფილმებისა: "ანთიმოზ ივერიელი" და "ამბავი სურამის ციხისა". გადაღებულია ფილმებში: "იმედის მწვანე კუნძული" (1978) და "ნიკა მთაში" (1979). გამოცემული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული. იგი არის თორმეტი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი. მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდო "პენ-კლუბის ოქროს მედალი".

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.183

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - პრემია "საგურამო"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: