შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ალადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1904 წელს. 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ, 1919-1921წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ. 1921-1924წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950წწ. საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. მისი მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის", დაიცვა 1911 წელს ქ. ხარკოვში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.259-260; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.98 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |