The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ალადაშვილი

ალექსანდრე ალადაშვილი
Date of birth:30 June, 1876
Date of death:29 June, 1950  (at 73 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1904 წელს.

1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ, 1919-1921წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ. 1921-1924წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1921-1950წწ. საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე (ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედიცინო ინსტიტუტში). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიული დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. მისი მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის", დაიცვა 1911 წელს ქ. ხარკოვში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.259-260; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.98

Member of Organizations

  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე (1940-1950)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-1950)
  • საქართველოს სსრ ჯანდაცვის სმინისტროს სამედიცინო საბჭო, თავმჯდომარე (1937-1950)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: