The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მერაბ ალექსიძე

მერაბ ალექსიძე
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 1993  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1958-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში; 1964 წელს  მოსკოვში, ო. შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1967 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973-1975, 1977-1986 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში. 1987 წელს აირჩიეს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1992 წელს მან პირადი ინიციატივით უარი თქვა დირექტორობაზე და დაიკავა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. მ. ალექსიძემ წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათემატიკის თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. დიდია მისი წვლილი თეორიული და გამოყენებითი გრავიმეტრიის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი შრომები გეოთერმიის სფეროში, რომლებშიც პირველად არის მოცემული სითბოგამტარებლობისა და თერმოდრეკადობის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში.

წყარო: http://science.org.ge/newsite/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის გეოფიზიკური საბჭო, წევრი
  • საერთაშორისო გეოფიზიკური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიის ნამდვილი წევრი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1982-)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაციისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: