Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1958-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში; 1964 წელს მოსკოვში, ო. შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1967 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973-1975, 1977-1986 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში. 1987 წელს აირჩიეს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1992 წელს მან პირადი ინიციატივით უარი თქვა დირექტორობაზე და დაიკავა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. მ. ალექსიძემ წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათემატიკის თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. დიდია მისი წვლილი თეორიული და გამოყენებითი გრავიმეტრიის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი შრომები გეოთერმიის სფეროში, რომლებშიც პირველად არის მოცემული სითბოგამტარებლობისა და თერმოდრეკადობის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პორტალი: tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |