The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ამირხანაშვილი

ივანე ამირხანაშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე ამირხანაშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გალავანი, მცხეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს.

1983 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლაბორანტად, მეცნიერ თანამშრომელად, უფროს მეცნიერ თანამშრომელად. ამჟამად არის ამ ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 1987-2007 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" კრიტიკის განყოფილების გამგე. 1998-1999წწ.  მუშაობდა კულტურის ინსტიტუტში;  2001-2005წწ. - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-1995წწ. - ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 1998 წელს იყო "ახალი ქართული გაზეთის" განყოფილების გამგე. 2000-2006წწ. - ჟურნალ "ცისკრის" პროზის განყოფილების რედაქტორია. ამჟამად არის ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პროზის რედაქტორი. პირველი კრიტიკულ-ლიტერატურული სტატია გამოაქვეყნა 1981 წელს ალმანახ "პირველ სხივში". ავტორია ოცამდე სამეცნიერო და 500-მდე ლიტერატურული სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "ახალი ქართული გაზეთი", "ქომაგი", "ჩვენი მწერლობა" და სხვა, ჟურნალებში "მნათობი", "მაცნე", "ცისკარი", "ომეგა", "საგურამო", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა და სხვა", "კრიტიკა", "სჯანი", "ლიტერატურული ძიებანი".

სადისერტაციო თემა - "დავით გურამიშვილის პოეტური აზროვნების თავისებურებანი (სიმბოლო და ალეგორია)", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.32; armuri.georgianforum.comintelekti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსი –''გალა'' , ჟიურის წევრი (2009-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - პრემია "საგურამო"
    ტკივილის დიალექტიკა : წერილები / ივანე ამირხანაშვილი.-თბილისი : საარი, 2003.-240გვ.
  • 1999 - გამომცემლობა "ლომისისა" და მწერალთა კავშირის პრემიები
    თეთრი ჯვრის ხეობა : მხატვრ.-დოკუმენტ. ჩანაწერები/ივანე ამირხანაშვილი.-თბილისი : ლომისი, 1999.-152გვ.
  • 1993 - მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო ახალგაზრდა კრიტიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: