შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაბაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 2010 წელს. ლექსების წერა დაიწყო 16 წლის ასაკიდან. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "მკვდარი პოეტის მთვარე" (2006), "მომავლის მონატრება" (2008), "დაუსრულებელი წერილები" (თანაავტორია, 2009), "აბგდ" (თანაავტორია 2010), "მეცხრე ტალღა" (თანაავტორია 2009), "შენ ელი" (2013). სხვადასხვა დროს იყო ბათუმის N10 საჯარო სკოლის ადმინისტრატორი, ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო საბჭოს 2012 წლიდან არის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო საბჭოს წევრი. იგი არის ლიტერატურული საიტის - ლიტერატურული კლუბის: Litklubi.ge-ს დამფუძნებელი და მმართველი.
წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.26 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |