The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი გაბაიძე

გიორგი გაბაიძე
სხვა სახელი:მატადორი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1988  (29 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხულოს რაიონი, სოფელი ხიხაძირი.

დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს.

ლექსების წერა დაიწყო 16 წლის ასაკიდან. მუშაობდა ბათუმის №10 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.
2006 წელს გამოვიდა გ. გაბაიძის პირველი პოეტური კრებული "მკვდარი პოეტის მთვარე"; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მისი მეორე პოეტური კრებული "მომავლის მონატრება". 2009 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული "დაუსრულებელი წერილი". 2010 წელს გამოიცა გ. გაბაიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული "ა ბ გ დ". 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული "მეცხრე ტალღა", რომელშიც მისი და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. 2012 წლიდან არის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო საბჭოს წევრი. იგი არის ლიტერატურული საიტის http://Litklubi.ge-ს დამფუძნებელი და მმართველი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალგაზრდა ნიჭიერ დამწყებ შემოქმედთა გაერთიანება "ლიტერატურული კლუბი", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაცია "კავკასიონი", გენერალური პრეზიდენტი (2012-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2010-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების მედალი, აჭარის განათლებისა და კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის
  • 2011 - ჟურნალ "ლიტერატურული მესხეთი"-ს ლიტერატურულ კონკურსი "პოეზიის დღე-შოთაობა", პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: