The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი სილოგავა

ვალერი სილოგავა
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1945
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 2011  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1969 წელს.
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში მოღვაწეობისას ჩამოყალიბდა, როგორც მკვლევარი და მეცნიერი და გამოიკვეთა მისი სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებები - ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, "ქართლის ცხოვრება", ხელნაწერთმცოდნეობა. 1990 წლიდან სისტემატურად კითხულობდა ზოგად და სპეციალურ კურსებს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, წყაროთმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში, ქართველოლოგიის შესავალში (ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი).
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 20 წიგნის, 100-მდე სამეცნიერო სტატიის და რამდენიმე ასეული საგაზეთო და საენციკლოპედიო პუბლიკაციის ავტორია. ისინი გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ ენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
წყარო: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
    "სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა"
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: