The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი

ოფიციალური სახელი:ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:30 ივნისი, 1792
კატეგორია:თანამდებობის პირი, მწერალი

ბიოგრაფია

ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი, დიპლომატი და მწერალი 1770-იან წლებში თან ახლდა რუსეთში დიპლომატიური მისიით გაგზავნილ ლევან ბატონიშვილს. შემდეგ ერეკლე II–მ ელჩად გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაეშოშმინებინა ირანის ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რომელიც ერეკლე II-ის რუსული ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ეს დავალება ქ. ანდრონიკაშვილმა წარმატებით შეასრულა. 1778 წელს როდესაც განჯის სახანო გაუქმებულ იქნა და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ იგი განჯის მმართველად დანიშნა. 1785 წელს განჯაში აჯანყებამ იფეთქა, ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება და ქ. ანდრონიკაშვილი საქართველოში გამოიწვია. მას ეკუთვნის პოემა  "მიჯნურთ ბადე", რომელშიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები ნასესხებია ''ვეფხისტყაოსანიდან'', ''ვისრამიანიდან'' და ''ბარამგულანდამიანიდან''.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 451

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: