Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი![]()
Biographyქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი, დიპლომატი და მწერალი 1770-იან წლებში თან ახლდა რუსეთში დიპლომატიური მისიით გაგზავნილ ლევან ბატონიშვილს. შემდეგ ერეკლე II–მ ელჩად გაგზავნა ირანში. ელჩობის მიზანი იყო დაეშოშმინებინა ირანის ვექილი (გამგებელი) ქერიმ-ხანი, რომელიც ერეკლე II-ის რუსული ორიენტაციის გამო საქართველოში გამოლაშქრებას აპირებდა. ეს დავალება ქ. ანდრონიკაშვილმა წარმატებით შეასრულა. 1778 წელს როდესაც განჯის სახანო გაუქმებულ იქნა და მასზე ქართლ-კახეთის სამეფოსა და ყარაბაღის სახანოს ერთობლივი მმართველობა დაწესდა, ერეკლე II-მ იგი განჯის მმართველად დანიშნა. 1785 წელს განჯაში აჯანყებამ იფეთქა, ერეკლე II-მ ჩააქრო აჯანყება და ქ. ანდრონიკაშვილი საქართველოში გამოიწვია. მას ეკუთვნის პოემა "მიჯნურთ ბადე", რომელშიც მოთხრობილია ფრანგისტან ჭაბუკისა და გულბაჰრ მზეთუნახავის სიყვარულის ამბავი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით, ცალკეული ეპიზოდები ნასესხებია ''ვეფხისტყაოსანიდან'', ''ვისრამიანიდან'' და ''ბარამგულანდამიანიდან''. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 451 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |