შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარონ ბიბინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი სურები. იყო რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. კომპარტიის წევრი 1898 წლიდან. 1898-1901წწ. მონაწილეობდა თბილისის მუშათა გაფიცვებსა და დემონსტრაციებში. 1903-1905წწ. იყო რესდმპ კავშირის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ხელძღვანელობდა კომიტეტის არალეგალურ სტამბას. 1905-1907წწ. რევოლუციის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, დემონსტრაციებსა და შეიარაღებულ გამოსვლებში. იყო ქუთაისის ციხის საიდუმლო გვირაბის გაყვანისა და პოლიტპატიმართა გაქცევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1918-1920წწ. იყო პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრი და აქტიურად იბრძოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს იყო რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, რევკომის საქმეთა მმართველი. იყო ცნობილ ტერორისტ და ექსპროპრიატორ კამოს (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანის პარტიული ფსევდონიმი) მეგობარი და მასთან ერთად ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებებს.1936-1937წწ. - საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და სახელმწიფო გამომცემლობის გამგე. მას დაწერილი აქვს მემორიალური ხასიათის წიგნები და ბროშურები. წყარო: society.iliauni.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |