The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ამაღლობელი

ნოდარ ამაღლობელი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2004  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1957-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1962 წლიდან სხვადასხვა წელს იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში და სხვ; 1985-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად; 1991 წელს დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად; ამავდროულად  ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო და აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ნ. ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან ნ. ამაღლობელი  საქართველოს სრულუფლებიანი  წარმომადგენელი იყო ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი. - თბ., 2015.-გვ. 64; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.220

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1997-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2004)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-1988)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1994-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1989-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევისათვის
  • 1976 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
    მეზონების პროტონებთან და ნახშირბადის ბირთვებთან ურთიეთქმედებისას წარმოქმნილი უცნაური ნაწილაკებისადმი მიძღვნილი შრომათა ციკლი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: