The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ამაღლობელი

ნოდარ ამაღლობელი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2004  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1957-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1962 წლიდან სხვადასხვა წელს იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში და სხვ. 1985-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად; 1991 წელს დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. ამავდროულად  ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო და აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოღვაწეობას. აკადემიკოსი ნ. ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და  ატომბირთვის  ექპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე მეტი სამეცნიერო  ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან  ნ. ამაღლობელი  საქართველოს სრულუფლებიანი  წარმომადგენელი იყო ქ. დუბნის  ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში;ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი. - თბ.-2015.-გვ. 64

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს IV მოწვევის პარლამენტი (1995-1999)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1994-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1989-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევისათვის
  • 1976 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია, მეზონების პროტონებთან და ნახშირბადის ბირთვებთან ურთიეთქმედებისას წარმოქმნილი უცნაური ნაწილაკებისადმი მიძღვნილი შრომათა ციკლი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: