The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ წულეისკირი

ნოდარ წულეისკირი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1932
გარდაცვ. თარიღი:11 თებერვალი, 2015  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მარნეული რაიონი, სოფელი წერაქვი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ბანძა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველებ ჟურნალ "ცისკარში". 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი  სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ "დილას" პასუხისმგებელ მდივნად, "ცისკრის", "მნათობის" განყოფილების გამგედ. კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად. 1990 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. არის არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორი. მისი ცალკეული  ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • 1958 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
    მტკვრის პირას გათეთრებული კაცები : მხატვრ. ნარკვევები/ნოდარ წულეისკირი.- თბილისი : საბჭ. მწერალი, 1961.-120გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: