The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მაჩხანელი

დიმიტრი მაჩხანელი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ნადირაძე
სხვა სახელი:თერგდალეული  (ფსევდონიმი)
ლახვარიძე  (ფსევდონიმი)
მაჩხანელი   (ფსევდონიმი)
მთადიდელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1861
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 1903  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფ. მაჩხაანი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 წელს გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881 წელს. დ. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა დ. მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". იგი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდებლის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მისი ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა). 1895 წელს დიმიტრი ნადირაძემ სოფელ მაჩხაანში გახსნა "დეპო", რათა გლეხობა გადაერჩინა ჩარჩ-ვაჭრების დაუნდობელი ექსპლუატაციისაგან, ამავე წელს მისი თაოსნობით გაიხსნა სასოფლო ბაზარი (რომელიც შემდეგ ბოდბისხევსი გადაიტანეს) და ქალთა სკოლა, რომელსაც მან საკუთარი დიდი შენობა. 1895 წელსვე სოფელ მაჩხაანში დიმიტრიმ გახსნა სამეურნეო სასწავლებელი; მისივე ხელმძღვანელობით სოფელში აშენდა თეატრი და მისივე დახმარებით იმართებოდა წარმოდგენები (საქართველოს პროვინციებში ეს პირველი სახალხო თეატრი იყო). ნათარგმნი აქვს ა.ს.პუშკინის "ფერია" (დაიბეჭდა 1904 წელს ქუთაისში).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.510; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.348; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 236-237

ბიბლიოგრაფია

  • მარო : დრამის ნაწყვეტი (ავტორი). - ქუთაისი, მ. ლაღიძის გამოცემა, 1898. - 15გვ.
  • გლეხის ნაამბობი (ავტორი). - თბილისი, წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობის სტ., 1897. - 40გვ.
  • სოფლის კუნწულა : თხზულება (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა ამხანაგობა, 1892. - 53გვ.
  • ძმური სიტყვა (ავტორი). - ტფილისი, ივერია (ექ. ხელაძის სტ.)., 1887. - 147გვ.

გააზიარე: