შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1975 წელს; კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი (ვგიკ, მოსკოვი), კინოდრამატურგის სპეციალობით 1986 წელს. 1979-1981წწ. სტაჟირება გაიარა მეცნიერების პროგნოზირების განყ-ში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ЦЭМИ АН СССР) მოსკოვი; 1996-1997წწ. კულტურის პოლიტიკის დარგში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების, იუნესკოს საფრანგეთის კომისიის ერთობლივ " Formation Internationale Culture "-ში(პარიზი); 1997 წელს - ARTE, ფრანგულ-გერმანული ტელეარხი - სტაჟირება თემატური გადაცემის "თჰემა-ს" რედაქციაში(სტრასბურგი). 1992 წლიდან კითხულობს ლექციებს კინოდრამატურგიაში ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, 1991-1993წწ. ხელოვნების აკადემიაში, 1989-1992წწ. თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1997წწ. იგი არის საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში. ი. მჭედლიშვილი არის მრავალი დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი. წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და რუსულენოვან ჟურნალებთან და გაზეთებთან. არის კულტურისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |