The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო მჭედლიშვილი

სოსო მჭედლიშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1975 წელს; კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი (ვგიკ, მოსკოვი), კინოდრამატურგის სპეციალობით 1986 წელს.

1979-1981წწ. სტაჟირება გაიარა მეცნიერების პროგნოზირების განყ-ში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ЦЭМИ АН СССР) მოსკოვი; 1996-1997წწ. კულტურის პოლიტიკის დარგში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების, იუნესკოს საფრანგეთის კომისიის ერთობლივ " Formation Internationale Culture "-ში(პარიზი); 1997 წელს - ARTE, ფრანგულ-გერმანული ტელეარხი - სტაჟირება თემატური გადაცემის "თჰემა-ს" რედაქციაში(სტრასბურგი). 1992 წლიდან კითხულობს ლექციებს კინოდრამატურგიაში ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, 1991-1993წწ.  ხელოვნების აკადემიაში, 1989-1992წწ. თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1987-1992წწ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1997წწ. იგი არის  საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში. ი. მჭედლიშვილი არის მრავალი დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი. წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და რუსულენოვან ჟურნალებთან და გაზეთებთან. არის კულტურისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რეგისტრირებული კავშირი "სახიერი საქართველო", პრეზიდენტი (2002-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ჟურნალი "სენატორი" (რუსეთი) სამამულო ომის დასრულების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სალიტერატურო კონკურსი (პრიზი)
    მოთხრობა ''ინტერმეცო''
  • 2006 - ლიტერატურული პორტალი "ლიტკონკურსი" , თეატრალური პიესისათვის (სპეციალური პრიზი)
    მოთხრობა "მუზეუმის მცველი"
  • 1998 - მე-9 არხის მიერ გამართული კონკურსი (პირველი პრიზი)
    ტელესერიალის პროექტი ''ბურდო"
  • 1997 - სტუდია "ადამ და ევას" მიერ გამართული კონკურსი, მხატვრული ფილმის სცენარი "ელისეს მინდვრები" (პრიზი)
  • 1984 - ცენტრალური სასცენარო სტუდია(მოსკოვი) , მხატვრული ფილმის სცენარი "ჩემი მეგობარი სამსონი" (პრიზი)
  • ჟურნალ "კინოსცენარი"-ს მიერ გამართული კონკურსი(მოსკოვი), მხატვრული ფილმის სცენარი "ელისეს მინდვრები" (პრიზი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: