შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა მჭედლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სიღნაღის მაზრა, სოფელი ანაგა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1945 წლის 27 მარტს 22 წლის შ. მჭედლიშვილი "იდეოლოგიურად მიუღებელი" ლექსების გამო დააპატიმრეს. ორ წელზე მეტი გაატარა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საპატიმროში, რაც 1945 წლამდე დახვრეტას ითვალისწინებდა. ახალგაზრდა პოეტის საქმეს იცავდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი შალვა ალექსი-მესხიშვილი; მან მოახერხა დახვრეტის მუხლის შეცვლა. მოგვიანებით სპეციალური დადგენილებით, შ. მჭედლიშვილი გადაასახლეს. 1949 წლიდან იჯდა ბაქოს, დონის-როსტოვისა და ვოლოგდის ციხეებში, იყო გადასახლებული იმიერ-პოლარეთში, სასჯელს ვორკუტის საკატორღო საპატიმრო ბანაკში იხდიდა, სადაც ქვანახშირის მე-6 (ყველაზე სასტიკ და მძიმე) მაღაროში უწევდა მუშაობა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ პოეტი გაათავისუფლეს ვორკუტის საკატარღო ბანაკიდან, მაგრამ სახლში დაბრუნების ნაცვლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ყარაღანდაში გადაასახლეს. იქვე გადასახლებაში დაამთავრა ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი. იგი გადასახლებიდან ამნისტიით დაბრუნდა და იმყოფებოდა გასახლებაში. მას ლექსებს არ უბეჭდავდნენ - ცენზურა კრძალავდა მის შემოქმედებას, დედაქალაქში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, იყო ზედამხედველობის ქვეშ, საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე - შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად. გამოცემული აქვს 10–ზე მეტი წიგნი, არის ავტორი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილებისა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.290 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |