The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ამირანაშვილი

შალვა ამირანაშვილი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1899
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1975  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება)1922 წელს.

1923-1925წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. 1925 წლიდან იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. შ. ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. მას ერგო პატივი 1945 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ წარგზავნილი ყოფილიყო საფრანგეთში და ჩამოეტანა სამშობლოში მენშევიკების მიერ გატანილი  ეროვნული განძი. იგი ითვლება აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. 2001 წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1975.-გვ.396; მამულიშვილთა სავანე /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.42-43

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • საქართველოს სსრ მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს სსრ მე-7 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1939-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1943-)
  • სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მეუზეუმების საერთაშორისო საბჭო, წევრი (1957-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: